პროექტის “ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხო გარემო“ რეფლექსია

პროექტის “ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხო გარემო“ რეფლექსია
შესავალი
საზოგადოებაში დგას პრობლემა იმ ცოდნის შესახებ თუ რომლი დაავადებები, და რა გზით შეიძლება გადავიდეს ან არ გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე.საშიშროებას წარმოადგენს დისკრიმინაცია და სტიგმა შიდსით დაავადებულთა მიმართ და მათი გარშემომყოფი ადამიანებისათვის, რამეთუ  ამ დაავადების განუკურნებლობის საშიშროება ქმნის საზოგადოებაში დაბნეულობას, ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან უნდა ებრძოლონ დაავადებას თუ ამ დაავადებით დაზარალებულს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას  აივ/შიდსით დაავადებულისაგან თავს შორს იჭერენ,რისი შედეგიც არის დაავადების დამალვა ავადმყოფის მიერ, რაც იწვევს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ინფიცირებას. მიმაჩნია,რომ მეტად აქტუალურია თემა და ცოდნა იმის შესახებ  თუ რა მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენასა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას  ინფექციური დაავადებების (მაგ.,  შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში
ჩემი  მიზანია მოსწავლებმა  პროექტული სწავლების საშუალებით მინ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა დაავადბებისა და დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების შესახებ, ინფექციური დაავადებების გადამდებ გზებსა და დაავადებათა გავრცელების პრევენციის შესახებ. გამოუმუშავდეთ თანაგრძნობის, ემპათიის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. გააცნონ თანატოლებს, მშობლებს და სხვა ადამიანებს მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია რათა შემცირდეს სტიგმის საშიშროება საზოგადოებაში, ადამიანთა დისკრიმინაცია და დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის უქონლობის გამო. ასევე გაეცნონ ისთ დაავადბებს,რომლებიც არ გადაეცემა სხვა ადამიანებს,მათ გამომწვევ მიზეზებსა და  პრომლემების დაძლევის გზებს.
აღნიშნული პრობლემის დასაძლევად დავგეგმე პროექტი ,,ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხო გარემო“ და განვახორციელე მოსწავლეებთან ერთად.სამიზნე ჯგუფად ავირჩიე მე-8 მეორე კლასი.

პროექტის მსვლელობა

               პროექტი მიმდინარეობდა ექვსი კვირის განმავლობაში . მოსწავლეებს მივეცი მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები და დავყავი ჯგუფებად. ყოველ ჯგუფს მივეცი შესაბამისი დავალება მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
 კვლ. VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  

·      ბიოლ.VIII.9.  მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
·      მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;
·         გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
·         აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ.,  შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში.
·         კვლ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
პირველმა  ჯგუფმა მოიძია და წარმოადგინა ინფორმაცია Microsoft Office PowerPoint -ში გაკეთებული პრეზენტაციის სახით შიდსის, ტუბერკულოზისა და C-ჰეპატიტის შესახებ. ისაუბრეს დაავადებების სიმპტომების, დაინფიცირების გზების, დაინფიცირებულ და დაავადებულ ადამიანთა რაოდენობის შესახებ ჩვენსა და სხვა ქვეყნებში. მკურნალობის, დაავადებების გავრცელების პრევენციისა და ბაქტერიისა და ვირუსის ლოკალიზაციის შესახებ შესაბამის ორგანოში. მეტი ყურადღება იყო მათ მიერ გამახვილებული სტიგმასა და დისკრიმინაციაზე.
მეორე ჯგუფის წევრები დაინტერედნენ ნარკოტიკებით გამოწვეული დაავადბების, მისი მიმდინარეობის და მკურნალობის მეთოდების, ასვე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. მონაცემები და მასალები წარმოადგინეს დიაგრამისა და Microsoft Office PowerPoint -ში გაკეთებული პრეზენტაციის სახით.ასევე წარმოადგინეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის - ინსულტის ორი ძირითადი ტიპის ფოტომასალა და ინფორმაცია დაავადების სესახებ.
მესამე ჯგუფი ეწვია ლეიკემიის ცენტრს (ბიოლოგიის მასწავლებლობის მაძიებლებთან ერთად)ქველმოქმედების მიზნითა და ინტერვიუს ასაღებად საჭირო ინფორმაციისათვის.პრეზენტაცია გააკეთეს Microsoft Office PowerPoint -ში.
მეოთხე ჯგუფმა წარმოადგინა კედლის გაზეთი თამბაქოსა და კიბოს შესახებ.
მეხუთე ჯგუფიმა ისტ-ის გამოყენებით დაამზადა და დაარიგა ბუკლეტები ალკოჰოლისა და ციროზის შესახებ. ისაუბრა ალკოჰოლის მავნებლობასა და ღვიძლის დაავადებაზე.
განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 71-ე საჯარო სკოლაში,რომელსაც ესწრებოდნენ ჯგუფის წევრები,თანატოლი მოსწავლეები, მშობლები მასწავლებლები და მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართული (ბიოლოგიის, უცხო ენისა და ქართული ენისა და ლიტერატურის) მასწავლებლები.
შედეგი:   
მიმაჩნია, რომ პროექტის აქტივობებით  მოსწავლეები უკეთ გაეცვნენ   სხვადასხვა დაავადბებსა და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, ინფექციური დაავადებების გადამდებ გზებსა და დაავადებათა გავრცელების პრევენციას. გამოუმუშავდათ თანაგრძნობის, ემპათიის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. ასევე გაეცნენ ისთ დაავადბებს,რომლებიც არ გადაეცემა სხვა ადამიანებს,მათ გამომწვევ მიზეზებსა და  პრომლემების დაძლევის გზებს.
დასკვნა
ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა, ეს წარმატება დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმათვასა და სწავლა/ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
    რესურსი
ვებ-მისამართები,კომპიუტერული პროგრამები,ციფრული ფოტოაპარატი,პროექტორი,ფორმატი,ფერადი ფლომასტერები, სახელმძღვანელოები.

პროექტის ავტორი 71-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიი მასწავლებელი
ია ზირაქიშვილი








Комментариев нет:

Отправить комментарий