პროფესიული განვითარების გეგმის
რეფლექსია
მასწავლებელთა
პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს პროფესიულ საქმიანობას და ჩავთვალე საჭიროდ
კიდევ უფრო გამეღრმავებინა პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები, რისთვისაც
დავეწარი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ორ ეტაპად
ჩატარებულ ტრენინგებს, მოდული:“კომუნიკაცია
და მოტივაცია სასწავლო პროცესში“ და
„პრაქტიკული ფსიქოლოგია
საკლასო ოთახში“
საჭიროებათა დადგენისას
დავეეყრდენი მაწსავლებლის პროფესიული სტანდარტის შემდეგ მუხლებს:
თავი II
პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები,
სწავლის თეორიები და სასწავლო გარემო
მუხლი 7. მოტივაცია და კომუნიკაცია
მასწავლებელმა იცის მოტივაციის
ამაღლებისა და ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდი და
იყენებს ამ ცოდნას საკუთარ
პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:
ა) იცის სწავლის
მოტივაციის ამაღლების მეთოდები, აანალიზებს მათ შესაძლო
შედეგს კონკრეტულ სიტუაციასა და ასაკობრივ
კატეგორიაში და ეფექტურად იყენებს მათ საკუთარ
საქმიანობაში;
ბ)
იცის ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები და იყენებს
მათ კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად კოლეგებთან, მშობლებსა და სასწავლო
პროცესთან დაკავშირებულ სხვა დაინტერესებულ
პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის.
თავი III სწავლება და შეფასება
მუხლი
8. სასწავლო პროცესი
მასწავლებელმა იცის სასწავლო
პროცესის და გეგმვა და
წარმართვა პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებების გათვალისწინებითა და პროფესიული
სტანდარტების
მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელი აცნობიერებს და აფასებს
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც ორგანიზაციის
სპეციფიკას;
აღნიშნულ ტრენინგებზე მიღებულმა ცოდნამ გამიადვილა როგორც
მოსწავლეებთან ასევე მათ მშობლებთან და კოლეგებთან
ეფექტური კომუნიკაცია, რამაც ხელი შემიწყო კონკრეტული სასწავლო მიზნების მიღწევაში.
პროფსიული საჭიროებებიდან
გამომდინარე ავირჩიე შემდეგი აქტივობები: რეალური სასკოლო ცხოვრებიდან აღებული პედაგოგიური
სიტუაციების ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შედეგად
მიღებული გამოცდილების გამოყენება ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.
გავეცანი რა,
·
სასკოლო
შფოთიანობის მიზეზებსა და რეკომენდაციებს მათ შესამცირებლად, შევეცადე განმეხორციელებინა
და გამომყენებინა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ამ კუთხით პრობლემების მოგვარებამ გააძლიერა
სასწავლო მოტივაცია და ასევე მნიშვნელოვნად
გააუმჯობესა სწავლების ხარისხი.
·
მოსწავლისგან
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაუსრულებელი წინადადებების მეთოდის გამოყენების
ცოდნა, დამეხმარა ბავშვთან ირთიერთობის პროცესში აღმოცენებული ცალკული პრობლემების
დაძლევაში.
·
ბავშვთან
საუბრისას ღია და დახურული, პირდაპირი და არაპირდაპირი შკითხვების გამოყნების უნარის
გამომუშავება გამომადგა აღნიშნული საუბრის ეფექტიანად წარმართვასა და ბავშვისგან საჭირო
ინფორმაციის მიღებისათვის.
·
ბავშვის
ტემპერამენტის ტიპოლოგიური მახასიათებლის შესახებ და ბავშვის გრძნობების ამოსაცნობად
საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავება გამოვიყენე მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის
დასამყარებლად და მათთან ეფექტიანი, საქმიანი დამოკიდებულებისათვის.
·
ემპათიამ
და აქტიური მოსმენის ტექნიკის ცოდნამ და გამოყენებამ, კომუნიკაციის ტიპის სწორად შერჩევის
ცოდნამ ურთიერთობისას, უფრო ნაყოფიერი და ეფექტური
გახადა ურთიერთობა არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ კოლეგებთან და მშობლებთან.
·
მასწავლებლების
ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების განვითარება დამეხმარა სასწავლო პროცესის დახვეწასა
და პროფესიულ ზრდაში,რამაც ვფიქრობ დადებითად იმოქმედა სკოლის წარმატებულ საქმიანობაზე,
მის პრესტიჟსა და სიძლიერეზე.
სსიპ თბილისის 71-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
ია ზირაქიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий