სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნის და გამოყენების რეფლექსია
ჩემს მიერ
წარმოდგენილი რესურსი წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
შექმნილ ბუკლეტს თემაზე „შიდსი,ტუბერკულოზი“
Iakozirakishvili.blogspot.com
ციფრული ობიექტის საგანმანათლებლო მიზანია:
ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების
წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის.
·
აღწერს პირადი
ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ.,
შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში.
ჩემს მიერ შექმნილ ციფრულ რესურსში გამოყენებულია
21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები:
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
● ციფრული ტექნოლოგიების,
კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის,
მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში
ფუნქციონირების მიზნით;
● ტექნოლოგიის გამოყენება,
როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი
ცოდნა.
იმისათვის,რომ განმეწყო კლასი პროექტზე „ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხო
გარემო“ მუშაობისათვის, გადავწყვიტე გამომეყენებინა ისეთი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებში
განავითარებდა 21-ე საუკუნის ძირითად უნარ-ჩვევებს,ამისათვის შევქმენი ბუკლეტი
სადაც დავიტანე ინფორმაცია პროექტის ამოცანების,ხანგრძლივობის,პროექტული
სწავლებით მნიშვნელობის შესახებ.
რესურსის თემას „შიდსი,ტუბერკულოზი“და პროექტის სათაურს დავურთე შესაბამისი
საიტებიდან მოძიებული ილუსტრაციები.
ვფიქრობ ჩემს
მიერ შერჩეულმა ტექნოლოგიურმა ინტრუმენტმა
უზრუნველყო სწავლის გაძლიერება, შემოქმედობითობის წახალისება და გაზარდა პროდუქტიულობა.
მოსწავლეებს თვითონაც გაუჩნდათ სურვილი შეექმნათ ბუკლეტი
ისტ-ის გამოყენებით,რომელიც გამოიყენეს პროექტის განხორციელების დროს.
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები:
კვლ. VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს
(დიაგრამებს, ცხრილებს,
გრაფიკებს, სიებს)
მონაცემთა წარმოსადგენად;
·
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი
და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
Комментариев нет:
Отправить комментарий